საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-20 გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს

    გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2015-11-20 ირაკლი ღარიბაშვილი დაციან ჩიოლოსს რუმინეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, დაციან ჩიოლოსს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

  • 2015-11-20 პრემიერ–მინისტრი ბრიჯიტ ბრინკის შეხვდა

    საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრაზე.

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2527

    შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის და ო. იაშაღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2526

    ა(ა)იპ - ბერი ანდრიას სახელობის ფონდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2525

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2524

    „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2523

    „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2485

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

  • 2015-11-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2484

    „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით" გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

  • 2015-11-20 ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

    2015 წლის 19 ნოემბერს ქ. პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან სალუქვაძე.