საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    მე ვთვლი, რომ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში არ არის ისეთი პოლიტიკოსის ადგილი, რომელიც აქეზებს თავისი პარტიის წევრებსა და ტელევიზიის დირექტორებს, შექმნან კრიმინალური დაჯგუფებები და მოახდინონ რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

  • 2015-11-02 ,,თბილისობა'' ტალინში

    ტალინში ,,თბილისობა 2015" გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და ორივე ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს.

  • 2015-11-02 ერთობლივი პრესკონფერენცია

    ორმხრივი შეხვედრისა და ოქმზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

  • 2015-11-02 ხელმოწერის ცერემონია

    ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს - "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

  • 2015-11-02 შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან

    ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში-ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 

  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრის მილოცვა თურქეთს

    თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გულით ვულოცავ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას", ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვულოცავ თურქ ხალხს.

  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრის მილოცვა აზერბაიჯანს

    საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ აზერბაიჯანის მმართველ პარტიას „ახალ აზერბაიჯანს", ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს.

  • 2015-11-02 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №456

    ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-2 ციკლის ფარგლებში საქართველოს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

  • 2015-11-02 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №455

    ქ. სალუქვაძისთვის და გ. გვენეტაძისთვის „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

  • 2015-11-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი უკრაინის პრეზიდენტს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.

  • 2015-11-02 პრემიერ-მინისტრი ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

    ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში 2008 წლის ივლისის შემდგომ, - თბილისში ეუთო-ში აშშ-ის, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.