საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-17 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში გატარებული რეფორმებისა და ერთწლიანი მუშაობის სრული ანგარიში წარადგინეს.

  • 2015-11-17 ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის ერთობლივი პრესრელიზი

    2015 წლის 16 ნოემბერს საქართველომ და ევროკავშირმა გამართეს ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა. ეს საბჭო არის უმაღლესი ოფიციალური ორგანო, რომელიც ხელშეკრულების განხორციელების ზედამხედველობის მიზნით დაარსდა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

  • 2015-11-17 მთავრობის ადმინისტრაციის სამძიმარი პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშრებით

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს სამძიმარს უცხადებს. 

  • 2015-11-17 აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის განცხადება

    განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები და რეფორმები ისეთ სფეროებში როგორიც არის სასამართლო სისტემა, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, წარმატებები უშიშროების სამსახურისა და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმირების პროცესში.

  • 2015-11-17 ერთობლივი განცხადებები

    ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.