-
2015-11-16 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ეკონომიკური და სექტორული თემები, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გამოწვევები-საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ანგარიში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე წარადგინა.
-
2015-11-16 ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების, ახალი სამოქმედო გეგმის მომზადების ფარგლებში, 3 დღიანი ტრეინინგი გაიმართა
12-14 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძის ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, საკოორდინაციო ჯგუფის ტრეინინგი.
-
2015-11-16 საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმრის წერილი
ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ ტერორისტული აქტით, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი, საფრანგეთი და მთელი მსოფლიო...
-
2015-11-16 შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
-
2015-11-16 პრემეირ–მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა