საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-13 საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია

    საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და აქვს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში, ამაში სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს. იცოდეთ, ჩვენი ხმა ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იქნება,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • 2015-11-13 სამუშაო სადილი

    საქართველოსა და სლოვაკეთს გააჩნია დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა გაღრმავდეს და განვითარდეს,- ამის შესახებ სამუშაო სადილზე აღინიშნა. 

  • 2015-11-13 შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან

    დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს რეზიდენციაში. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

  • 2015-11-13 სტუმრად ბრატისლავას ციხე-კოშკში

    სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

  • 2015-11-13 შეხვედრა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან

    საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერის, პეტერ პელეგრინის შეხვედრაზე.

  • 2015-11-13 ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს დელეგაციას ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში ორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დახვდნენ.

  • 2015-11-13 შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.