საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-10-09 შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.

  • 2015-10-09 თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმის ხელმოწერა

    საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა.

  • 2015-10-09 ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი

    საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს-აღნიშნულ პროექტზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

  • 2015-10-09 საქართველოს მთავრობის დადგენილება №525

    შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის" საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  • 2015-10-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2179

    „საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2015-10-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2178

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ევტიხი ბედენაშვილისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-10-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2177

    „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-10-09 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №422

    დ. ქუმსიშვილისათვის „საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე