საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-09-04 პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტზე

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების" დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, რომელიც "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობას მიეძღვნა.

  • 2015-09-04 შემაჯამებელი შეხვედრა ელჩებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,"ამბასადორიალი 2015- ის" ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

  • 2015-09-04 პრემიერ–მინისტრი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდეს შეხვედრაზე.

  • 2015-09-04 2015 წლის 4 სექტემბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა.

  • 2015-09-04 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    მესამე წელია ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა და რაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე ოპონენტებმა, ეს არის მხოლოდ საუბარი, შედეგი კი არის თავისუფალი მედია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

  • 2015-09-04 „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზის გახსნა

    ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზაზე სტუმრობისას.

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის დადგენილება №457

    2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის დადგენილება №456

    კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის - „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №367

    ი. ქავთარაძის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №366

    ქ. ბოჭორიშვილის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის დადგენილება №455

    „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-09-04 პრემიერ–მინისტრი „ხუდონჰესის“ პროექტის შესახებ

    "ხუდონჰესის" პროექტში ცვლილება შედის- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ, მოუწევს, რომ მთელი წლის განმავლობაში დატოვოს.

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1856

    საქართველოს მთავრობასა და შპს „ტაბას" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1855

    ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1854

    „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №356 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „გია ჭკუასელის კლინიკის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1853

    საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის მოწყობილობისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1852

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და Lazard FRERES-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1851

    შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1850

    საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1849

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1848

    „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1847

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „მესტიაჭალა 1" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1846

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,რაული მაჭარაძისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1845

    ა(ა)იპ - აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-09-04 783 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

    კიდევ 783 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ბინები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 2015-09-04 სიახლე სასჯელაღსრულების სისტემაში

    შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების სამინისტრო 200 სამაჯურს შეიძენს-პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სასჯელის მოხდის ახალი ფორმის-შიდაპატიმრობის განსახორციელებლად, საჭიროა სპეციალური მოწყობილობების შეძენა.

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1844

    შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციასა" და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1843

    შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას", ღსს „აზერიოლსერვისს" და შპს „აზერინშაატსერვისს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებათა პროექტების მოწონების თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1842

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „ახალქალაქი" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1841

    ნ. კერესელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1840

    ბ. ლოლაძისა და მ. დევიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1839

    ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1838

    „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმების და თანდართული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და გ. კაკაურიძის, დ. ლეჟავასა და ლ. ხუციშვილის მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • 2015-09-04 სიახლეები სოფლის მეურნეობის დარგში

    ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რაც გულისხმობს მეფუტკრეობის განვითარებას კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

  • 2015-09-04 ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ

    პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან მოისმინა.