საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-09-02 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა

    3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა. 11:00 საათზე მთავრობის მეთაური ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის.

  • 2015-09-02 ონის სინაგოგის 120 წლის იუბილე

    მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • 2015-09-02 პრემიერ-მინისტრი უწერაში

    ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

  • 2015-09-02 პრემიერ–მინისტრი «ჯინო ფერედაისში»

    თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე, ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. "ეკო გრინ სითის" პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

  • 2015-09-02 ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული არჩევანი

    ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული არჩევანი, მეორე მხრივ კი ყველა სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას.

  • 2015-09-02 პრემიერ-მინისტრი ამბასადორიალზე

    ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერი იქნება ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რაც აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენთვის ამ უწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2015-09-02 საქართველოს მთავრობის დადგენილება №454

    „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2015-09-02 საქართველოს მთავრობის დადგენილება №453

    „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის" 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-09-02 საქართველოს მთავრობის დადგენილება №452

    „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-09-02 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №363

    ნ. ხადურისთვის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებების" ცვლილებების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2015-09-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1832

    „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებების" ცვლილებების ხელმოწერის თაობაზე