საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-08-06 დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა

    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს დროებითი სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2015-08-06 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ჩვენ ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2015-08-06 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №326

    საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულებით (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) გათვალისწინებული გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ

  • 2015-08-06 პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

    ქართული ვაზის 400-ზე მეტი და ქართული ხორბლის უძველესი აღდგენილი ჯიშები, - ჯიღაურას საკვლევ ბაზაზე მოყვანილი კულტურების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიიღო.

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1708

    სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1707

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1706

    „კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის დადგენილება №416

    ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის დადგენილება №415

    პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1703

    „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ორგანიზაციის (OPCW) პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ხ. თოთლაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2015-08-06 საქართველოს მთავრობის დადგენილება №414

    „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე