საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-07-05 რკინიგზის ახალი სადგურის გახსნა

    ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, "ბათუმი-ცენტრალის" შენობაში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა- გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს ახალი სადგურის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი.

  • 2015-07-05 მასშტაბური მშენებლობის დასაწყისი

    588 დღე და 4 საათი დარჩა შერვაშიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი მშენებლობის დასრულებამდე, სადაც საცხოვრებელ ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს, ეტაპობრივად კი 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

  • 2015-07-05 ახალმოსახლეობა ქუთაისში

    35-მა დევნილმა ოჯახმა, 21 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ახალმოსახლეობა იზეიმა-საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირადად გადასცა.

  • 2015-07-05 სადგურ ,,ძირულასთან'' ახალი გვირაბი გაიხსნა

    "საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სარკინიგზო სადგურ "ძირულასთან" ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.