საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-07-14 სამუშაო თათბირი ,,მთის კანონთან'' დაკავშირებით

    „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ზოგიერთი მუხლი 2017 წლის მაგივრად, 2016 წელს ამოქმედდება, - ამის შესახებ სამუშაო თათბირზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

  • 2015-07-14 პრემიერის მილოცვა ფრანგ ხალხს

    ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დინამიური და ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში.

  • 2015-07-14 აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა

    15-16 ოქტომბერს საქართველოს 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი და ბიზნესმენი ეწვევა, - თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2015-07-14 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა რიჩარდ ნორლანდთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა,-ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2015-07-14 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №288

    ი. დარჩიაშვილის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ

  • 2015-07-14 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №287

    ჯ. ბურჭულაძის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ

  • 2015-07-14 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №286

    ი. დარჩიაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

  • 2015-07-14 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმა, შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

  • 2015-07-14 პრემიერმა ძიუდოს საერთაშორისო სტანდარტების დარბაზი გახსნა

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კიდევ ერთი ობიექტი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ძიუდოს დარბაზი გახსნა.

  • 2015-07-14 საქართველოს მთავრობის დადგენილება №349

    ტექნიკური რეგლამენტის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

  • 2015-07-14 საქართველოს მთავრობის დადგენილება №348

    ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

  • 2015-07-14 საქართველოს მთავრობის დადგენილება №347

    „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2015-07-14 ვერის საკალათბურთო დარბაზის გახსნა

    ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს 12 ობიექტი შეემატა, აქედან 6 არის სრულიად ახალი, დანაჩენი კი აღდგენილი და განახლებული;