-
2015-06-18 საგანგებო შტაბის სხდომა
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2015-06-18 პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა
-
2015-06-18 პრემიერ-მინისტრი საბანკო სექტორის ინიციატივას მიესალმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კერძო სექტორის უპრეცენდენტო აქტივობას მიესალმება, - საბანკო სექტორის ინიციატივას, დაზარალებული მოსახლეობისთვის სამომხმარებლო სესხების ჩამოწერის შესახებ, მთავრობის მეთაური საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2015-06-18 ჩვენ ყოველდღე გვესმის გმირობის ახალი ისტორიები
ჩვენ ყოველდღე გვესმის გმირობის ახალი ისტორიები, ყოველდღე ვახდენთ ახალი გმირების გამოვლენას, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა დღეს 24 წლის გიორგი ლომიძეზე საუბრით დაიწყო, რომელიც ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება.
-
2015-06-18 მოხალისეთა ფეისბუკ ჯგუფის გაუქმებაზე გამოძიება დაიწყო, მათ ადმინისტრატორებს კონსულტაციას CERT.GOV.GE გაუწევს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო ,,#13ივნისი მოხალისეთა საზოგადოების" ფეისბუკის ჯგუფის დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მონიტორინგში და შესაბამისი ჯგუფის ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს.
-
2015-06-18 სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება
თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება, - საბანკო სექტორის ეს ინიციატივა იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც 7 კომერციული ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასა და თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს.
-
2015-06-18 თბილისის ზოოპარკს უცხოელი სპეციალისტები ეხმარებიან
თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუშაობაში ჩაერთო ჩეხეთის სამი ქალაქიდან: პრაღის, ზლინისა და უსტინადან ჩამოსული სპეცილისტთა შვიდკაციანი ჯგუფი - ზოოპარკის ხუთი მომვლელი და ორი კურატორი.
-
2015-06-18 პრემიერ–მინისტრი სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლურ მემორიალთან
გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, სტიქიის ადგილზე უნდა გაიხსნას მსხვერპლთა მემორიალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლურ მემორიალთან განაცხადა.
-
2015-06-18 პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს
მინდა მთელი სულითა და გულით მივულოცო ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს წმინდა რამადანის თვის დაწყება!
-
2015-06-18 საქართველოს მთავრობის დადგენილება №274
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ