საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-06-01 პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2 ივნისს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა.

  • 2015-06-01 შეხვედრა IMF-ის დელეგაციასთან

    ეკონომიკური პროცესები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2015-06-01 ზეიმი «სოლიდარობის ფონდის» მიერ დაფინანსებულ ბავშვებს

    ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ილუზიონისტები და ზეიმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, - პრემიერ-მინისტრმა მეუღლესა და შვილებთან ერთად „სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლა.

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1121

    „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ" კონვენციის ცვლილების გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად თ. მურღულიას დანიშვნის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1120

    უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების შესახებ  

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1119

    „სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 იანვრის №65 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1118

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1117

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1116

    ქ. ნატრიაშვილისა და დ. ლომინაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1115

    უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1114

    პროგრამა „მომავლის ბანაკის" განხორციელების შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1113

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1112

    საქართველოს მთავრობას და შპს „მკ ენერჯის" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1111

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1100

    ფიზიკური პირის სოფიო ჯოხაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1099

    ა(ა)იპ - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1098

    შპს „მიწათმოქმედთა ერთობის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1097

    ფიზიკური პირის იოსებ საანიშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №242

    „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №241

    „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1096

    ფიზიკური პირის გიორგი დადიანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №240

    „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1095

    შპს „ქართული ბოსტნეულის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1094

    ა(ა)იპ - მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №239

    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1093

    შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1092

    „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1091

    საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1090

    სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ  

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1089

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1088

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №238

    საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №237

    „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2015-06-01 საქართველოს მთავრობის დადგენილება №236

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ