საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-05-28 ეკონომიკური საბჭოს სხდომა

    გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოსვლის საკითხი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2015-05-28 შეხვედრა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტთან

    საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, TAV Airports Holding-ის ინვესტიციებს საქართველოში და მასთან შეთანხმების განახლებული ვერსიის ხელმოწერას, რაც ორწლიანი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტ სანი შენერთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2015-05-28 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1084

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2015-05-28 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1083

    „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის" (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2015-05-28 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1082

    „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კავკასიის არწივის სპეციალური ძალების სწავლების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ

  • 2015-05-28 2015 წლის 29 მაისს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 30 საკითხი.

  • 2015-05-28 მთავრობის კომენტარები „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასების“ ანგარიშზე

    საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საკუთარი კომენტარები წარადგინა.

  • 2015-05-28 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1081

    „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე