საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-05-13 სატელეფონო საუბარი მოლდოვას პრემიერ–მინისტრთან

    მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა კირილ გაბურიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევა გამოუგზავნა. 

  • 2015-05-13 შეხვედრა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან

    საქართველო-იტალიის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ პიერ კარლო პადოანის შეხვედრაზე.

  • 2015-05-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ავსტრიაში სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

  • 2015-05-13 პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა

    რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრის ძირითადი თემები.

  • 2015-05-13 შეხვედრა რუმინეთის ფინანსთა მინისტრთან

    საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია.

  • 2015-05-13 პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა

    გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრის მთავარი თემები.