,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის N293 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის N293 ბრძანებას დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ცნობად იქნეს მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა აანაზღაურონ წინასწარ გადახდით კომპანია Special Fares LTD-ს ინვოისში მითითებული დელეგაციის წევრთა სასტუმროში განთავსების, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯები."
ზურაბ ნოღაიდელი