საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N327
21 დეკემბერი, 2006
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შესახებ
1. დამტკიცდეს 2006 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქართვე-ლოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.
2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) სამთავრობო სპეციალური რეისის ხარჯები (თბილისი-ბაქო-თბილისი);
ბ) საჩუქრების და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები.
ზურაბ ნოღაიდელი
დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2006 წლის 21 დეკემბრის
N327 ბრძანებით
2006 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა
ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნიკა გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი
ირაკლი ეზუგბაია - შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი
გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
გიორგი ჩიკვაიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პრესცენტრის განყოფილების უფროსი
დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფოტოგრაფი.
დაცვა:
გიორგი ღულათავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის უფროსი
მიხეილ მაღრაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის ოფიცერი.