საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N328

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N328
22 დეკემბერი, 2006

თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის დაკრძალვის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თურქმენეთში ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის დაკრძალვის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად 2006 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართ-ველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენ-ლობა.
2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) სამთავრობო სპეცალური რეისის ხარჯები (თბილისი-აშხაბადი-თბილისი);
ბ) ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ზურაბ ნოღაიდელი

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2006 წლის 22 დეკემბრის
N328 ბრძანებით

თურქმენეთის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის დაკრძალვის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად 2006 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გივი თარგამაძე - საქართველოს პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ქემალ მურადხანოვი - საქართველოს პარლამენტის წევრი
ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში
გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
გოჩა ძასოხოვი - ფიზკულტურულსპორტული კლუბის ,,დინამოს" ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარე
ვაჟა თორდია - სს ,,თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი
გიორგი ჩიკვაიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პრესცენტრის განყოფილების უფროსი
დავით ზანთარაია - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფოტოგრაფი.


დაცვა:

გიორგი ღულათავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის უფროსი
მიხეილ მაღრაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის ოფიცერი.


ჟურნალისტები:

თენგიზ გოგოტიშვილი - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი
არჩილ ნიკოლაიშვილი - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი
ლიკა ბერაია - ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტი
ლევან ლეკიაშვილი - ტელეკომპანია ,,იმედის" ოპერატორი
მაკა გიგაური - ტელეკომპანია ,,მზის" ჟურნალისტი
ნოდარ პაპიძე - ტელეკომპანია ,,მზის" ოპერატორი
თეა ანჯაფარიძე - ტელეკომპანია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი
გიორგი დვალიშვილი - ტელეკომპანია ,,საზოგადოებრივი  მაუწყებლის" ოპერატორი
ნატალია ანთელავა - ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი
მარგარიტა ანთიძე - საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის" ჟურნალისტი
დავით მძინარიშვილი - საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის" ფოტოკორესპონდენტი
დავით ჩხიკვიშვილი - საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის" ოპერატორი.