საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №323

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის დიდ ბრიტანეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 26 ნოემბრის N317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის ვლადიმერ გურგენიძის დიდ ბრიტანეთსა და ბე­ლ­­გიის სა­მეფოში სამუშაო ვიზიტების შესახებ" საქარ­თვე­ლოს პრემი­ერ­-მინისტრის 2007 წლის 26 ნოემბრის N317 ბრძანებაში და ვიზიტების თარიღი ნაცვლად 2007 წლის 3-6 დე­კემბრისა შეიცვალოს 3-7 დეკემბრით, ხოლო სამთავ­რობო დე­ლეგაციის წევრებს - ვლადიმერ გურგენიძეს, ალექსანდრე ხეთა­გურს, გიორგი ზურაბაშვილსა და დავით ქოჩლაძეს გაუგრძელდეთ მივლინება ა.წ. 7 დეკემბრამდე (ჩათვლით).

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სა­მეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს სამ­თავრობო სპეციალური რეისის ხარჯები თბილისი-ლონ­დო­ნი-ბრიუსელი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

ვლადიმერ გურგენიძე