საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №326

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორცი­ელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძა­ნებაში და სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა საქართველოს მთავრობის კვოტით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის კვოტით:


გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით დარჩიაშვილი - ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი (პოლიტიკური მეცნიერებები)

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიისა და გან­ვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები)

ალექსანდრე რონდელი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სა­ქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის" პრეზიდენტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა).".

 

ვლადიმერ გურგენიძე