საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №328

ვ. ციციშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს ვლადიმერ ციციშვილი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის - პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან ამავე დაწესებულების დი­რექ­ტორად არჩევასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ გურგენიძე