საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №338

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეც­ნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანების მე-3 პუნქტში და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს მთავრობის კვოტით:


თამაზ აგლაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სრული პროფესორი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ბეჟან ჭანკვეტაძე - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.".

 

ვლადიმერ გურგენიძე